კომპიუტერი დღესდღეობით ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე ვითარებაში წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება კომპიუტერის გარეშე. ყველანაირ დაწესებულებაში და სახლების უმეტესობაში დგას კომპიუტერი.
კომპიუტერი არ იქნებოდა ასეთი პოპულარული, რომ არა მისი განუსაზღვრელი ფუნქციები (რა თქმა უნდა ინტერნეტთან ერთად)-ყველანაირი ინფორმაცია თავს იყრის კომპიუტერსა და ინტერნეტში (ამ თემის მომზადებაშიც ინტერნეტი დამეხმარა). სწორედ ამიტომაა კომპიუტერი ასეთი პრაქტიკული.
ერება ვერ ,,მოკლა“, თუმცა დღეს რომ ყოფილიყო ფარაონი, მეხსიერების მტრად არა დამწერლობას, არამედ კომპიუტერს დაასახელებდა და წიგნის გადარჩენაზე იფიქრებდა.
დღესდღეობით კითხვა-წიგნი თუ კომპიუტერი?-საკმაოდ ხშირად სვამენ. ამ კითხვას, როგორც წესი, ასე ვპასუხობ: წიგნიც და კომპიუტერიც, რადგან ვერცერთს ვერ გამოვრიცხავ.
წიგნი რამდენიმე სახისაა: 1. საცნობარო, 2.მხატვრული და 3. სასკოლო. მათი ფუნქციები ერთმანეტისგან განსხვავდება: პირველმა ინფორმაცია უნდა მოგაწოდოს, მეორემ დრო სიამოვნების უნდა გაგატერებინოს , მესამემ კი, პირველი ორის ფუნქციები ერთად უნდა შეასრულოს. კომპიუტერს შეუძლია შეცვალოს საცნობარო სახის წიგნი, თუმცა ჩემთვის მიუღებელია მხატვრული ან სასკოლო წიგნი შეცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეს ასეა. მე კითხვად არ მიმაჩნია ის, რომ საათობით კომპიუტერის ეკრანს შესცქეროდე და ამას ნაწარმოების კითხვა უწოდო.
კომპიუტერი არ არის მხოლოდ ცუდი გამოგონება. როგორც ვთქვი, კომპიუტერი ცვლის საცნობარო წიგნს.
კომპიუტერს მეც ვიყენებ, თუმცა არ ვარ მასზე დამოკიდებული. კომპიუტერთან ჯდომისათვის მე განსაზღვრული დრო არ მაქვს, რადგან კომპიუტერული თამაშების მოყვარული არ ვარ და კომპიუტერთან მაშინ ვჯდები, როცა რაიმე საქმე მაქვს ან განტვირთვა მინდა.
ამ სურათს ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი, როგორც სასაცილო ფოტო,თუმცა თუ ჩავუკვირდებით სულაც არაა სასაცილო.
ადამიანმა განვითარების გრძელი გზა განვლო და იგი მოხრილი ადამიანიდან წელში გამართულ ადამიანად იქცა-ეს იყო ოცდამეერთე საუკუნემდე, ოცდამეერთე საუკუნის შემდეგ კი, სურათის მიხედვით, ადამიანი ისევ მოიხარა და დარჩა კომპიუტერთან მჯდომიარე და მას განვითარება-ფეხზე წამოდგომა და წელში გასწორება აღარ უწერია-მის წინ ხომ კომპიუტერია!
No comments:
Post a Comment